პირველი სამი დღის განმავლობაში არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ბოდვითი ვერსიებისა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თვითმფრინავის კატასტროფათან დაკავშირებით განაცხადა.
„ერთ-ერთი, რამაც გაგვაბრაზა და გაგვაკვირვა, იყო ის, რომ რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა გაზის ბალონის აფეთქების ვერსიები წამოაყენეს. ანუ ამან ღიად აჩვენა, რომ რუსულ მხარეს სურს საკითხის მიჩუმათება, რაც, რა თქმა უნდა, არავის ღირსებას არ მატებს“., - თქვა ალიევმა.
„დანაშაულის აღიარება, მეგობარ ქვეყნად მიჩნეული აზერბაიჯანისთვის დაუყონებლივ ბოდიშის მოხდა და საზოგადოებამდე ამის მიტანა, ის ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას. სამწუხაროდ, პირველი სამი დღის განმავლობაში არაფერი გვსმენია რუსეთისგან, გარდა ბოდვითი ვერსიებისა“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავმა Embraer 190, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, კატასტროფა 25 დეკემბერს, დილით განიცადა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტში დაშვების მცდელობისას.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა.
თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.