თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა წერს, რომ მას შემდეგ, რაც შენობაზე საპროტესტო ბანერები გადმოფინეს, უნივერსიტეტის კარი ჩაკეტეს.
„ბანერების გადმოკიდების შემდეგ, კარი ჩაკეტეს და საჭმლის შეწოდების უფლებას არ გვაძლევენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ცოტა ხნის წინ თეატრალურის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბანერები გადმოფინეს წარწერებით: „ხელახალი არჩევნები" და „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს". სტუდენტებმა 18 დეკემბერს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ფოიე პროტესტის ნიშნად დაიკავეს და მოითხოვეს, რომ უნივერსიტეტს მათთან შეთანხმებით ანდრო ჭიჭინაძის და ყველა უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის შესახებ სოლიდარობის განცხადება გაეკეთებინა.