გმირთა მოედნიდან თამარ მეფის ხიდის ბოლომდე მოქალაქეებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, თამარ მეფის გამზირზე გადაიკეტა ორმხრივი მოძრაობა.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას.
ამ წუთებში პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობისა და მეტეხის ხიდებზეა.