"ერთობის ჯაჭვს" სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება. პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
დღეს საქართველოსთვის ერთობის ჯაჭვი გაკეთდება - 15:00 საათზე, ცოცხალი ჯაჭვი თბილისში, რეგიონებსა და მსოფლიოს ორმოცამდე ქალაქში გაკეთდება.
ცოცხალი ჯაჭვი დედაქალაქში მეტეხის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე გაკეთდება.
პროტესტის კერა ვახუშტის, თამარ მეფის, ზაარბრიუკენის, გალაკტიონის, ბარათაშვილის, მშვიდობის და მეტეხის ხიდებზე იქნება.