ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია.
"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მივიწვიო.
მე აღფრთოვანებული ვარ მისი სიმამაცით, რომელიც ივანიშვილისა და მისი მეგობრების – ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის – თავდასხმების პირისპირ აჩვენა," - წერს ჯო უილსონი.