დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.
"დადგა დრო, რომ ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი.
ესტონეთმა მას და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში კანონიერი პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. მიხარია, რომ სხვები მიჰყვებიან," - წერს ცაჰკნა.