ესტონეთსა და ფინეთს შორის წყალქვეშა ელექტრო კაბელის Estlink 2-ის დაზიანების ფონზე, ნატო გაზრდის სამხედრო ყოფნას ბალტიის ზღვაში. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პარასკევს, 27 დეკემბერს განაცხადა.
"მე ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრე სტუბს, წყალქვეშა კაბელების დაზიანების შესაძლო დივერსიაზე გამოძიებასთან დაკავიშირებით, რომელსაც ფინეთი ატარებს. გამოვხატე ჩემი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა. ნატო გააძლიერებს სამხედრო ყოფნას ბალტიის ზღვაში", - წერს რუტე სოციალურ ქსელ X-ში.
სტუბის ადმინისტრაციამ პარასკევს, 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ფინეთი და ესტონეთი თანხმდებიან ნატოს ძალების მეტი ყოფნის აუცილებლობაზე რეგიონში, განსაკუთრებით კრიტიკულ წყალქვეშა ინფრასტრუქტურასთან ახლოს.
ესტონეთსა და ფინეთს შორისწყალქვეშა კაბელების დაზიანება ამ კვირის დასაწყისში დაფიქსირდა - მესამე ასეთი ინციდენტი ბალტიის ზღვაში წელს.
საკაბელო ოპერატორ კომპანიაში არ გამორიცხავენ გარე ჩარევის შესაძლებლობას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ინციდენტის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
ესტონეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს საზღვაო ოპერაცია ბალტიის ზღვის ფსკერზე კიდევ ერთი წყალქვეშა ელექტრო კაბელის, Estlink 1-ის დასაცავად