საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ნაუსედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიული არჩვნების ჩატარებას.
"გამოვხატე ჩემი ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. საქართველოს ბელარუსის სცენარის გამეორების რისკი ემუქრება. ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს ევროპარლამენტის რეზოლუციას საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესახებ.
ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით ევროკავშირის გზაზე. EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება მათი ნების წინააღმდეგ წასვლა და რუსული სვლის გაკეთებაა", - წერს ნაუსედა.