ხმელთაშუა ზღვაში, ესპანეთთან რუსული სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ ჩაიძირა, რომელიც სავარაუდოდ, სირიაში რუსული სამხედრო ბაზის ევაკუაციაში მონაწილეობდა.
ნფორმაციას ესპანეთის სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით Maritime Executive, El Español და La Verdad ავრცელებენ.
მედიის ცნობით, გემი ბორტზე აფეთქების შემდეგ ჩაიძირა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის 14 წევრი ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურმა კარტახენის პორტში გადაიყვანა. ორი ადამიანი დაკარგულია.
გემი მოსკოვის დროით 02:22 წუთზე საერთაშორისო წყლებში ესპანურ ქალაქ აგილასსა და ალჟირულ ორანს შორის ჩაიძირა.
La Verdad-ის წყაროების ცნობით, გემი „ძრავის განყოფილებაში აფეთქების“ შემდეგ გადაიხარა. კაპიტნის თქმით, ავარიის მომენტში სატვირთო გემზე ცარიელი კონტეინერები იყო.
სატვირთო გემი „ურსა მაიორი“ სანქტ-პეტერბურგიდან 11 დეკემბერს გავიდა, ხოლო საბოლოო დანიშნულების პუნქტად მითითებული იყო ვლადივოსტოკი, სადაც Vessel Finder-ის მონაცემების თანახმად, 22 იანვარს უნდა ჩასულიყო.