კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის", - წერს X-ზე ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩეველი, ტერე ჰელანდი.ის ეხმიანება, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი.
"კატასტროფა "ქართული ოცნებისთვის"! საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოავლინა, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იყო ფუნდამენტურად ნაკლოვანი. გაყალბებამ, დაშინებამ და სახელმწიფო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი გახადა. მოდით გავარკვიოთ როგორ განვითარდა ეს თაღლითობა," - წერს X-ზე ტერე ჰელანდი.