ივანიშვილი სასახლეში არ მივა, არ ვარ ოპტიმისტი, ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ “ტვ პირველს” განუცხადა.
„არ ვარ ოპტიმისტი, ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი ამას არ იზამს [პრეზიდენტის სასახლეში არ მივა]. ამ ყველაფრის შემდეგ რა ნაბიჯს გადადგამს პრეზიდენტი, მისი გადასაწყვეტია. მე გამოსავლად მიმაჩნია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და წინსმსწრებად პარლამენტის დათხოვნა.
ახლა არის გადაწყვეტილებების მიღების დრო. ახლა ლააპრაკის, სხვადასხვა ტიპის დაუსრულებელი ფორმატების, რეფორმების თუ კანონების უკან გაწვევის დრო არ არის. სამშობლოს სჭირდება მკაფიო და მყარი გადაწყვეტილებები. პროტესტი მიმდინარეობს შესანიშნავად, მაგრამ პოლიტიკურ ცვლილებებს სჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.