რაც უფრო ახანგრძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი, - ამბობს თინა ხიდაშელი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა “ტვ პირველის“ ეთერშთი განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება ხვდება, რომ მისი დასასრული ახლოვდება, ამიტომ ახლა საკუთარი ძალაუფლების გახანგრძლივებას სასტიკი მეთოდებით ცდილობს.
„მათი დასასრული ძალიან ახლოსაა, იმიტომ, რომ როცა რეჟიმი იწყებს ასე ლაპარაკს საკუთარი მოქალაქეების, სახელმწიფო ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების, აქტიური მოქალაქეების შესახებ, ეს არის ერთგვარი აგონიის ის მომენტი, როდესაც დასასრული ახლოვდება. ამ მოქმედებებით, ძალადობის გზით, ჯალათების ქუჩაშ გამოშვებით, დაუსჯელობით, უბრალოდ, ახანგრძლივებენ გარდაუვალს, რაც უფრო ახანგრძლივებენ გარდაუვალს, მით უფრო სასტიკი ხდება რეჟიმი, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.