რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მიაღწევენ.
„აკრძალვების სერია (ნიღბის ტარების აკრძალვა) ამით არ დასრულდება. ნანახი გვაქვს სადამდე მიდის ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში facebook-ზე ლაქების და პოსტების გამო დაიჭერენ ხალხს, აქამდე მე მგონია ვერ მივლენ. ეს პროტესტი არ შეწყდება, ეს ხალხი, ვინც აქ გამოდის, სრულიად გააზრებულად გამოდის. ზუსტად ესმით რატომ გამოდიან აქ და ისიც ესმით, რომ აქ უნდა იდგენენ გამარჯვებამდე და ეგ გაგრძელდება.
ყველაფერი, რაც ხდება არის ამ პროტესტის შედეგი. ეს პროტესტი აჩვენებს პირველ რიგში, რომ ხალხი არ აძლევს ლეგიტიმაციას ამათ, მაგის მერე ის რომ ოპოზიციური პარტიები არ აძლევენ ლეგიტიმაციას და ამ ყველაფრის შედეგია, რომ გარედანაც არავინ ხელს არ ართმევს ამათ. ბავშვები, რომ თამაშობდნენ და რაღაც როლებს, რომ ინაწილებდნენ დედა მე ვიქნები, მამა მე ვიქნები ეგეთი სახლობანა მიდის ახლა შიგნით. საბოლო ჯამში ყველაფერი გადის იმაზე, გაღიარებ თუ არა შენ. ხალხი არ აპირებს, პარტიები არ აღიარებენ, გარედან ხელს არ ართმევს არავინ და იფრინოს უნგრეთში, სანამ ორბანი არის იქ, დიდხანს მაგასაც არ უწერია. არც უნგრეთი არ უშველის. რაც მოგვდის ინფორმაცია, ევროკავშირის შიგნითაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ მოძებნონ მექანიზმები, როგორ გააძრონ ამათ სახე'', - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "ტვ პირველთან'.