მელიქიშვილის გამზირიდან რუსთაველის გამზირისკენ ახალგაზრდების აქცია-მსვლელობა "გაიღვიძე საქართველო" დაიწყო.
ისინი ფილარმონიასთან დილის, 07:00 საათზე შეიკრიბნენ და პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გააპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნას 2028 წლის ბოლომდე შეაჩერეს.
ფოტო: ჯგუფი "დაიტოვე"