საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლევან მახაშვილს ვარშავაში, კოლეგების შეხვედრაზე მიწვევა გაუუქმა.
"ეს არის მკაფიო გადაწყვეტილება და მისასალმებელი სიგნალი… ევროკავშირის ხმა და გადაწყვეტილება ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს", - წერს პრეზიდენტი X-ზე.