პოლონეთმა ვარშავაში EU-ს პარლამენტთა ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის მიწვევა გააუქმა.
ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრი, აგნიეშკა პომასკა X-ზე წერს.
"სენატის თავმჯდომარესთან, ტომაშ გროდსკისთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ EU-ს ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ქართველი თავმჯდომარის მოწვევა გაგვეუქმებინა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა EU-სთან მოლაპარაკებების გაწყვეტა გადაწყვიტეს. საქართველოს ქუჩებში ხალხის მიერ დემოკრატიისთვის ბრძოლის ვითარება უარესდება. მათ მხარეს ვდგავართ, ვინც დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს იცავს. ნათელი გზავნილი გვაქვს: ამ ღირებულებების დარღვევას არ ვეთანხმებით. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ საზოგადოებაში ადგილს იმსახურებს". - წერს პომასკა.