იურისტები და ადვოკატები პროტესტს უზენაეს სასამართლოსთან გამოხატავენ. გადაიკეტა ზუბალაშვილების ქუჩა. მათ აქვთ ბანერები წარწერით: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", „მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს". მათ ასევე თან აქვთ საქართველოს კონსტიტუცია.
„იურისტის და ადვოკატის პროფესია, ფაქტობრივად, გაუქმებულია, იმიტომ, რომ რეჟიმი ცდილობს, ეს პროფესია არაფრად აქციოს და შექმნას განცდა, თითქოს არ არსებობს არავინ, ვინც ასობით ადამიანს დაიცავს. სასამართლო არის ნოტარიუსად ქცეული, რომელიც ასევე ცდილობს, რომ გააუქმოს ადვოკატის პროფესია. საქართველოში 10 ათასამდე ადვოაკტია. ეს არის ძალიან დიდი ხმა, დიდი კვალიფიკაცია და ცოდნა არის ამ ადამიანებში.
მნიშვნელოვანია, მათი ხმა მკაფიოდ ისმოდეს. დღევანდელი აქ შეკრება ადასტურებს, რა მნიშვნელოვანი პროცესები მიდის ქვეყანაში". - თქვა იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა.