აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს - ამის შესახებ ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ლორა კელიზე დაყრდნობით სოციალურ წერს.
ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეზღუდვების შესახებ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.
"ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის, ქართული (რუსული) პარტია "ოცნების" მიერ გამოცხადებული გამარჯვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრატორმა დღეს გამოაცხადოს მთელი რიგი სამოგზაურო აკრძალვები საქართველოზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გათვითცნობიერებული ადამიანების თქმით, [სანქციები] მიზნად ისახავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საარჩევნო პროცესის შელახვაზე, მათი ოჯახის წევრებთან ერთად," - წერს ალექს რაუფოღლუ.