ექიმ გიორგი ახობაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ახობაძე რამდენიმე დღის წინ, თამარ მეფის გამზირზე, მანქანით გადაადგილებისას დააკავეს.
მის წინააღმდეგ საქმე 260- მუხლით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ახობაძის თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.