ისრაელის ტანკები სირიის დედაქალაქ დამასკოდან 20 კილომეტრში იმყოფებიან. იუწყება ტელეარხი Al Mayadeen.
მისი ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები შენიშნეს სოფელ ქატანას მიდამოში, რომელიც მდებარეობს სამხრეთ სირიაში, დედაქალაქიდან დაახლოებით 20 კილომეტრში.
ამასთან, ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ქატანას, რომელიც სირიის ტერიტორიაზე საზღვრიდან 10 კილომეტრშია, დემილიტარიზებული ზონის აღმოსავლეთით, რომელიც ჰყოფს გოლანის მაღლობებს სირიისგან. ეს ნიშნავს, რომ ისრაელის სამხედრო ტექნიკა ბუფერული ზონიდან გავიდა.