უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მან აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ვლადიმირ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა ჩინეთის“. ამის შესახებ ზელენსკი Х-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინაში.
მისი განცხადებით, მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ომის სამართლიანად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ახლავე მოქმედებაა საჭირო, რათა შესაბამისი საერთაშორისო წესრიგი აღდგეს.
„ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება, როდესაც პარიზში შევხვდით და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი“, - წერს ზელენსკი.
ზელენსკი მაკრონს მადლობას უხდის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს - ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის.