გიორგი მახარაძეს ფიზიკურად 30-მდე ტიტუშკა "დუბინკით", ფიზიკურად გაუსწორდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს თავს მთაწმინდაზე დაესხნენ.
როგორც მახარაძემ "მთავარ არხს" უთხრა, ცემას პატრულის თანამშრომლები უყურებდნენ და რეაგირება არ ჰქონიათ.
"უყურებდი, ბიჭო ოცდაათი კაცი როგორ მცემდა მარტოს "დუბინკებით", ძირს დაგდებულს და რომ მოვდივარ შენთან, მეუბნები "კი გადავეციო" რა გადაეცი? თავს აკვლევინებდი და მერე გადაეცი?", - მიმართავდა მახარაძე პოლიციას.
რეაგირების შესახებ პოლიციას სთხოვდნენ მსახიობის სხვა კოლეგებიც, მათ შორის გიორგი ბახუტაშვილი, ისინი პოლიციის თანამშრომლისგან დაცვას ითხოვდნენ.
მახარაძეს დაზიანებები და სისხლნაჟღენთები სახეზე აღენიშნება.