პროტესტის დროს დაკავებულ 7 პირს, ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხვია კასრაძეს, ისა ფალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გიორგაძეს, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის მუხლით მიმდინარეობდა გამოძიება აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოიტანა.
ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, ალტერნატივის სახით კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს გამოყენებას სთავაზობდნენ. მათ შორის, 3 000, 5 000, 8 000,10 000- ლარიან გირაოს შუამდგომლობდნენ.
ბრალდებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძესა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.