ცისფერ გალერეასთან "პუბლიკის" ჟურნალისტს მინდია გაბაძეს თავს დაესხნენ
„პუბლიკის“ ცნობით, ჟურნალისტს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები გაუსწორდნენ.
მინდია გაბაძე საპროტესტო აქციას აშუქებდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიციას, რომელიც იქვე იყო, მოძალადის დაკავება არ უცდია. ისინი მანქანიდან არც კი გადმოსულან.
"არც კი მიფიქრია, რომ რაიმე თავდასხმაზე წამოვიდოდა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გავხდებოდი. მაგას არც ვუშვებდი მაგ მომენტში. რომ მომიახლოვდა, ძალიან საეჭვოდ ავხედე და რომ ავხედე პირდაპირ მუშტი დამარტყა მთელი ძალით სახეში. დავვარდი და სავარაუდოდო რამდენიმე ადამიანი მირტყამდა. რამდენი ადამიანი იყო არ დამინახავს. არაფერს არ მეუბნებოდნენ, მაგინებდნენ უბრალოდ", - ამბობს გაბაძე "პირველებთან".