6 დეკემბერს, გამთენიისას პოლიციამ „რედისონთან“ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა „რედისონთან" შეკრებილ ახალგაზრდებს მოუწოდეს, ჩაექროთ ცეცხლი, რათა დასუფთავების სამსახურს ადგილზე მუშაობა დაეწყო.
„პუბლიკის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის მონაწილეები და პოლიციელები შეთანხმდნენ აღნიშნულზე, რა დროსაც ერთ-ერთმა პოლიციელმა აქციის ორი მონაწილის დაკავება დაიწყო. ვითარება ამის შედეგად გამწვავდა. ამის შემდეგ კი დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე.
.