ძალიან რთული სანახავია, როცა ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან.
უნდა შეწყდეს ძალადობა!
საქართველოს მომავალი არის ევროპა!
ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვარ", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.