შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე წერს.
"ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა და საქართველოს ადგილი ევროპაშია!" - წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.