პირველი შემთხვევა არ არის, როცა რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მაშინაც იყო ცრუ პროტესტი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, თუმცა რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.
„ქვეყანაში არანაირი რევოლუცია არ მოხდება. ეს არის ცრუ პროტესტი. ადამიანი პროტესტს როდესაც გამოხატავს და მისი საფუძველი არის მხოლოდ ტყუილი, ვერანაირი რევოლუცია ვერ მოხდება. გვექნება მშვიდობა, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა და ღირსებით მოვახდენთ ევროკავშირში გაწევრიანებას. პირველ რიგში, ჩვენ ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს დავიცავთ.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისინი რადიკალიზმზე საუბრობენ. იგივე ხდებოდა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, მაშინაც იყო ცრუ პროტესტი. ახლაც იგივეა. რადიკალიზმი ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, პროტესტი სხვადასხვა ფორმით გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.