ტელეკომპანია "ფორმულის" ინფორმაციით, ჟურნალისტ გურამ როგავას კისრის მალა და სახის ძვლები აქვს მოტეხილი.
გურამ როგავას რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გაშუქებისას, სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა.
"მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს", - განაცხადა ექიმმა.