ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს თაღლითობაში ბრალდებული 1968 წელს დაბადებული სვეტლანა კიმი-წულაძე.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, აღნიშნულ პიროვნებას გახსნილი ქონდა არალიცენზირებული სამედიცინო კლინიკა ,,ულტრამედი", სადაც 2006 წლიდან პაციენტებს მოტყუებით უსვამდა დიაგნოზს და თანხის გამოძალვის მიზნით არსწორედ თვითონვე ყიდდა იაფასიან მედიკამენტებს ძვირად.
გამოძიების შედეგად დაგენილია, რომ რამაზ ალბუთაშვილს, სიმსივნით დაავადებული მეუღლის და მამის მკურნალობის სანაცვლოდ თაღლითურად გამოართვა 6 300 აშშ დოლარი და 5 500 ლარი, ასევე ვალერიან გოლიჯაშვილს, სიმსივნით დაავადებული შვილის სამკურნალოდ მოტყუებით მიჰყიდა 1.90 თეთრის ღირებულების მედიკამენტი ,,ინტერფერონი" 2 120 ევროდ. 2010 წელს სედა მაილიანს ძმას, არასწორედ დაუსვა დიაგნოზი და მკურნალობის სანაცვლოდ მისგან მიითვისა 1 010 ლარი. მიხეილ ლაბაძეს 810 აშშ დოლარის სანაცვლოდ თაღლითურად მიყიდა 70 თეთრად ღირებული მედიკამენტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები