ლეიბორისტული პარტია გენერალურ პროკურატურას "საქართველოს რკინიგზაში" "მოკვლევის" დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დაწესებულებაში კორუფცია მეფობს.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელს ირაკლი ეზუგბაიას ხელფასი 15-დან 17 ათას ლარამდე, მის მოადგილეებს კი 15 ლარი აქვთ. ამასთან, საახალწლოდ მათ 200-200 ათასი ლარის ოდენობის პრემიებიც გამოუწერეს. მივმართავთ გენერალურ პროკურატურას, შევიდეს იქ და შესაბამისი მოკვლევა დაიწყოს", - განმარტა შატბერაშვილმა.