კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განცხადებით, პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს, უკანონოა.
"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს, უკანონოა.
1. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.
2. ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.
3. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება." - წერს ვახუშტი მენაბდე.
დღეს, 12 საათზე, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა დაიწყო. პარლამენტის სხდომას არ ესწრება არცერთი ოპოზიციური პარტია, ასევე დიპლომატიური კორპუსი. სხდომის პარალელურად, პარლამენტის ირგვლივ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.