"პოლიციელებს აგინებდნენ ქალბატონები, რომლებიც დაკავდნენ ადმინისტრაციული წესით", - ამბობს საპატრულო პოლიციის ერთერთი სამმართველოს უფროსი TV პირველთან. მისივე მტკიცებით, პოლიციელებს სამხრე კამერები ჩართული ჰქონდათ და მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენენ.
მას შემდეგ, რაც თსუ-სთან საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს. მათ შორის, მთავარი არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე. ასევე, კოალიცია ცვლილებებისთვის რამდენიმე წევრი.
ამასთან, "ლელოს' ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ დაიჭირეს მათი თანამებრძოლი მაია გოგიძე, "ქალები დააკავეს, გათელეს, წააქციეს, ურტყეს".