ცოტა ხნის წინ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მელიქიშვილის გამზირზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის.
პოლიცია, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, აქციის დაშლის შემდეგ, მელიქიშვილის გამზირზე მყოფ დემონსტრანტებს მოუწოდებდა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ადგილზე ათამდე ადამიანი დააკავა. მთავარი არხის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის მათი ოპერატორი სერგი ბარამიძე. გარდა ამისა, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადით ტერიტორიიდან გაიყვანეს.
გავრცელებული ცნობით, ადგილზე პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
შსს-ს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ოფიციალური შეტყობინება დაკავებულთა ან ტერიტორიაზე სპეციალური საშუალებების გამოყენების შესახებ.