თიანეთში, სოფელ ახალსოფელში, ქმარმა ცოლის დაწვა სცადა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სამი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მოხდა. როგორც ცნობილია, ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.