საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „ბათუმი არენაზე“ უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის B1 ჯგუფში ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ნამდვილად კარგად დავიწყეთ თამაში, თუმცა შეცდომის შემდეგ გოლი გავუშვით და გაგვიჭირდა. პირველი ტაიმის ბოლო 20 წუთი კარგად ვერ ვითამაშეთ. ახლა, ასე სწრაფად ანალიზის გაკეთება რთულია, მაგრამ მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე ნახევარში შესანიშნავად ვიმუშავეთ, რაც აჩვენებს, რომ ამ გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ძალიან ძლიერი მენტალიტეტი აქვს. ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმი იყო, რომელიც გვქონია. შეხვედრის დასკვნითი ნაწილიდან გამომდინარე ცოტა იმედგაცრუებულებიც ვართ შედეგით, მაგრამ ასეთ დონეზე თითოეულ შეცდომას ძალიან დიდი ფასი აქვს.
მიღებული გოლის შემდეგ გუნდისთვის თამაში მენტალურად რთული იყო, დრო დაგვჭირდა რეაგირებისთვის, მაგრამ ეს სწავლის ნაწილია. რთული გზაა, მაგრამ ჩვენი განვითარების ნაწილია. შესვენებაზე ვისაუბრეთ და მიხარია, რომ გუნდმა ეს ყველაფერი მოედანზე ასახა", - განაცხადა უკრაინასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა.
Europop