თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 წლის პოლიციელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, 28 წლის ლევან სულაშვილის ცხედარი 6 ნოემბერს, საკუთარ მანქანაში, თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, თბილისის ზღვაზე იპოვეს.
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდანაა. გავრცელებული ცნობებით, ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ლევან სულაშვილი მოკლეს, შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოახდინეს.