ცესკო-მ „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება.
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს მტკიცებულებებსაც წარუდგენენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 26 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებიც ტოვებდა კვალს და ლახავდა ფარულობის უფლებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომაცლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მოსამართლე ივერი აბაშიძეს შეუძლია, საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, ან დაეხმაროს ივანიშვილის მოპარული არჩევნების მიტაცებაში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.