თბილისის საქალაქო სასამართლოში ცესკო-ს წინააღმდეგ „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ და საია-ს გაერთიანებული სარჩელების განხილვა მიმდინარეობს. სარჩელები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ეხება, მხარეები ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო საოლქო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვენ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს გეგმავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ დღეს სასამართლოს მტკიცებულებებსაც წარუდგენენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 26 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ცესკო-მ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომლებიც ტოვებდა კვალს და ლახავდა ფარულობის უფლებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მოსამართლე ივერი აბაშიძეს შეუძლია, საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, ან დაეხმაროს ივანიშვილის მოპარული არჩევნების მიტაცებაში“, – განაცხადა ბოკუჩავამ.