სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ანდრია ურუშაძეს შეხვდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტის - პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, მინისტრებმა სასჯელაღსრულების სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სამოქმედო გეგმის დეტალები განიხილეს.
ამასთან, ხათუნა კალმახელიძემ, ანდრია ურუშაძესთან შეხვედრაზე, გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში ჯანდაცვის უწყების მონაწილეობის შესახებ ისაუბრა, რათა პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვა სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემას ეტაპობრივად გაუთანაბრდეს.
სამინისტროებს შორის ანალოგიური შეხვედრები სისტემატურად გაიმართება.
სამოქალაქო ჯანდაცვის სისტემასთან პენიტენციალური ჯანდაცვის სისტემის ინტეგრირება 2013 წლისთვის იგეგმება.