გერმანიაში 40 წლის კაცის მკვლელობის ბრალდებით 28 წლის ქართველი დააკავეს. იუწყება bild.
გერმანული მედიის ცნობით, მკვლელობა ბრემენში სექტემბრის შუა რიცხვებში მოხდა.
ინტენსიური გამოძიების შედეგად, სამართალდამცველტა ყურადღების ცენტრში მოექცა 28 წლის ახალგაზრდა, რომელიც მსხვერპლის ახლო გარემოცვის წევრი იყო.
ბრემენში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ ქართველი დააკავეს.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება