ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა,- ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი X-ზე წერს.
ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა.
„ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში მიდიან. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამერიკელი ხალხისთვის“, - დაწერა მაიკ ჯონსონმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არევნებში ამ დროისთვის რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს, რომელმაც ამომრჩეველთა კოლეგიის გამარჯვებისთვის საჭირო ხმები მოიპოვა.