გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტინების გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.
"პირველ ნაწილში, რაც გულისხმობდა უბნების შედეგების ხელახლა დათვლას, ამ ნაწილში სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და დაავალა გორის საოლქო კომისიას, ხელახლა დაითვალოს 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
მეორე ნაწილი გულისხმობდა დარღვევის გამო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ კომისიების თავმჯდომარეებს და მთვლელებს - მეორე ნაწილი არ დააკმაყოფილა სასამართლომ" - განუცხადა „ტაბულას“ ISFED-ის იურისტმა, რატი თინიკაშვილმა.