ავარიას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში მსხვერპლი მოჰყვა. მანქანის აალების შედეგად ქალი დაიღუპა, რომელმაც დამწვარი ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოახერხა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.