თბილისში, კაცმა ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა პირველ ნოემბერს საღამოს საათებში, დადიანის ქუჩაზე მოხდა. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ყოფილ ცოლს სამუშაო ადგილზე, სილამაზის სალონში დაესხა თავს. დაჭრილია კიდევ ერთი ქალი, რომელიც თავდამსხმელის შეკავებას ცდილობდა.
დაჭრილი ქალები კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 11 პრიმა 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ოჯახის წევრის მიმართ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კაცი წარსულში ნასამართლევია. მან საპატიმრო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.