გურამ ჩახვაძე ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის ბიზნესის ამ სახით კონტროლი აუცილებელია.
ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში აცხადებენ, რომ მონოპოლიური სამსახურის გარდა, ქვეყანაში თავისუფალი სასამართლოს არსებობა და საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად მიმდინარე პროცესიც მნიშვნელოვანია, რომელიც ბოლომდე უნდა დასრულდეს.
გურამ ჩახვაძის თქმით, ანტიმონოპოლიურ რეგულირებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფაქტობრივად შესაბამისი კანონმდებლობა სჭირდება. ახალი კანონმდებლობა თითოეულ მოქალაქეს საშუალება მისცემს, თავისუფლად აწარმოოს თავისი ეკონომიკური საქმიანობა.
შეგახსენებთ, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენის ინიციატივა გურამ ჩახვაძემ "ფრიდონ-ჰაუსის" ანგარიშის გავრცელების შემდეგ წარადგინა.