უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს კიევის პოდოლსკის რაიონში რუსეთის ძალების მიერ გაშვებული დრონის ნამსხვრევები ჩაცვივდა. დაზიანდა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე სახლში ფანჯრები ჩაიმსხვრა. ღია ადგილზე ცეცხლი მოედო ბალახს.
კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელძღვანელის სერჰიი პოპკოს ინფორმაციით, ორი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და ერთი ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადები დაზიანდა.
დაშავებულები არ არიან.
რუსეთის ძალებმა კიევზე იერიში გვიან ღამით მიიტანა. უკრაინის დედაქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა.იმუშავა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა. სერჰიი პოპკომ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.