ესპანეთის ვალენსიის რეგიონში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სულ მცირე 95 ადამიანი იმსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა კარლოს მასონმა განაცხადა, რომ დაზარალებულ რაიონებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია.
ადგილობრივი მედია ასევე წერს ბალეარის კუნძულებზე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ. ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჩართულია სამაშველო ოპერაციებში, რომლებიც დახმარებას უწევენ სამაშველო სამსახურებს.
ბევრი მაცხოვრებელი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.
ესპანეთის მეფე ფილიპე VI-მ განაცხადა, რომ ის შოკირებულია წყალდიდობის მასშტაბით და სოციალურ მედიაში გამოუცხადა თავისი „გულწრფელი სამძიმარი“ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ესპანელი მეტეოროლოგების ცნობით, ვალენსიაში სულ რაღაც რვა საათში 491 მმ ნალექი მოვიდა, რაც დაახლოებით წლიურ ნორმას შეესაბამება.