"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია პროკურატურაში პრეზიდენტის დაბარებას ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„სალომე ზურაბიშვილს ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება, ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა, მათ შორის ხალხის შეკრებით, მის გარშემო კონსოლიდაციით. პროკურატურასთან თანამშრომლობა იგივეა, რაც მსხვერპლმა ითანამშრომლოს მოძალადესთან“ - თქვა მან.
დღეს, საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე და მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში დაიბარა.