უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 62 დრონიდან 33 ჩამოაგდეს, 25 ადგილზე დაიკარგა. ასევე, რუსეთმა უკრაინას უცნობი ტიპის რაკეტითა და უცნობი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია.
თავდაცვის სისტემა მუშაობდა კიევის, ჩერკასის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, სუმის, ჩერნიჰივისა და პოლტავის ოლქებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.